ნექტარინი და ატამი ლავანდის სიროფში
- Jul 21, 2025
- 1 min read
ავტორების აზრით, ეს კერძი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც საზაფხულო სალათი და მსუბუქი დესერტი.

4 პორციის ინგრედიენტები:
½ ჭიქა პეკანის ჯიშის კაკალი
3 სუფრის კოვზი თაფლი
2 სუფრის კოვზი + ¼ ჭიქა შაქარი
1 როზმარინის ტოტი
1 სუფრის კოვზი გამომშრალი ლავანდის ყვავილები და მცირედი მარილი
3 დაჭრილი, თეთრი ან ყვითელი მწიფე ნექტარინი (ვაშლატამა)
3 დაჭრილი, თეთრი ან ყვითელი მწიფე ატამი
2 ჩაის კოვზი წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა
½ ჭიქა წვრილად დაჭრილი ყველი გორგონზოლა (იტალიური ობიანი ყველი)
მარილი
ინფორმაცია
ლავანდის გამშრალი ყვავილი შეგიძლიათ იყიდოთ ჩვენს მაღაზიაში www.lavendershop.ge.
მომზადება
ვაცხელებთ ღუმელს 350 °-მდე.
ვწვავთ პეკანის კაკლებს თუნუქის ფირფიტაზე 10-12 წუთით, ერთხელ ვურევთ, სანამ არ გამუქდებიან. ველოდებით გაციებას.
ვამზადებთ სიროფს. საშუალო ზომის ქვაბში ვასხამთ 3 სუფრის კოვზ თაფლს, ვყრით 2 სუფრის კოვზ შაქარს და ვასხამთ 3 სუფრის კოვზ წყალს, ვადუღებთ საშუალო ცეცხლზე, მუდმივად ვურევთ. ვუმატებთ როზმარინს და ლავანდის ყვავილედებს, ვიღებთ ცეცხლიდან და ველოდებით 5 წუთი. ამოგვაქვს როზმარინი და ვაგრილებთ სიროფს.
ვამზადებთ კარამელს. სხვა ქვაბში ვურევთ ¼ ჭიქა შაქარს, 1 სუფრის კოვზ წყალს, ვუმატებთ მარილს. ვდგამთ ნელ ცეცხლზე და 2 წუთის განმავლობაში, მორევის გარეშე, ველოდებით მასის ფერის ცვლილებას ღია ქარვისფრად. ვუმატებთ პეკანის
კაკლებს და ვადუღებთ 2 წუთის განმავლობაში, მუდმივად ვურევთ, რათა კაკლები სრულად დაიფარონ კარამელით, ხოლო კარამელი გახდეს მუქი ქარვისფერი. შემდეგ სწრაფად ვათავსებთ ერთ ფენად პერგამენტის ფურცელით დაფარულ თუნუქის ფირფიტაზე და ვაციებთ. გაციებული მასას ვჭრით წვრილად.
დიდ თასში ვურევთ ნეკტარინს (ვაშლატამა), ატამს, ლიმონის ცედრას და ვასხამთ სიროპს. გავაჩეროთ 5 წუთი. ვუმატებთ მომზადებული გორგონზოლისა და დაშაქრებული პეკანის კაკლის ნახევარს.
მზადაა!




Comments